2020 წლის 16 ივლისს, სასწავლო უნივერსიტეტ გეომედში ჩატარდა სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია თემაზე: “მედიცინისა და მენეჯმენტის თანამედროვე პრობლემები”. კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მარინა ფირცხალავამ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტში მოღვაწე მკვლევარებმა და პროფესორებმა. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ნაშრომები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის კონფერენციის მასალებში.